Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ახალი ცნობები მიწისძვრის ეპიცენტრიდან

August 11, 2026
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი კალი იყო, რომელიც ქვეყნის მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ქალაქში ნგრევა და პანიკა გამოიწვია.

საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, აეროპორტი, კომერციული ობიექტები – მიწისძვრის შედეგად შენობების ნაწილი სრულად დაინგრა, ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკვე იდენტიფიცირებულია 225-მდე გარდაცვლილი და თითქმის 700 დაშავებული. მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

გავრცელებულ კადრებში ისმის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმა, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია შველას ითხოვენ. მაშველებთან ერთად მათ გადარჩენას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ. დანგრეული შენობებიდან თითოეული ადამიანის გამოყვანას მოქალაქეები ოვაციებით ხვდებიან.

კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, აბელარდო დელა ესპრიელასთვის ეს პირველი სერიოზული კრიზისია. სახელმწიფო მეთაურის ფიცი მან რამდენიმე დღის წინ დადო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამხედროების მობილიზება უკვე გამოცხადებულია. მაროდიორობის თავიდან ასაცილებლად გაძლიერებულია საპოლიციო ძალებიც.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 107 კილომეტრის სიღრმეში მოხდა, რასაც დამატებით კიდევ 21 საშუალო და მცირე ბიძგი მოჰყვა.

ტრაგედიის ეპიცენტრში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა მეზობელმა ვენესუელამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამანგრეველი მიწისძვრა თავად გადაიტანა. კოლუმბია სამძიმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც. მთავრობას და კოლუმბიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოჩამჩირეში
  • 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ახალი ცნობები მიწისძვრის ეპიცენტრიდან
  • სასკოლო ფორმები საქართველოშია და რეალიზაცია პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge