Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო” – ირაკლი კუპრაძე

August 11, 2026
ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დღეს ყვავილებით შემაკეს “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მედიას განუცხადა, არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა.

მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ღალატი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

“დღეს არის შინდისის გმირების დღე და სწორედ ამ 17-მა გმირმა ჯარისკაცმა აქცია აგვისტოს ომი და შინდისი ისტორიულ ადგილად, სადაც ყოველ წელს თითოეული ქართველი უნდა მოდიოდეს და პატივს მიაგებდეს აგვისტოს ომჯის გმირებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო. ეს მსხვერპლი იყო ოკუპანტის თავდასხმის შედეგად გამოწვეული და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ღალატი, რომელსაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა:

ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო” – ირაკლი კუპრაძე
  • ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო
  • საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge