Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო პრაქტიკულად, ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული – რუსეთში შექმნილი კრიზისი საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე პირდაპირ აისახება“ – EPRC

August 11, 2026
პოლონეთის აეროპორტში ორი ქართველი დააკავეს – საქმის დეტალები

სურსათო უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმართულებით საქართველო პრაქტიკულად, ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი.

როგორც EPRC-ის ანალიზშია ნათქვამი, რუსეთის ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების ფონზე, 2008 წლის ომიდან 18 წლის შემდეგაც, საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები, რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

ორგანიზაცია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს, რა ეკონომიკური რისკების წინაშე დგას ამ პირობებში ქვეყანა და წერს, რომ რუსეთის მიერ ექსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა ან ბაზარზე შექმნილი კრიზისი, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე პირდაპირ აისახება.

„2026 წლის იანვარ–ივნისში საქართველომ რუსეთიდან 1.2 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.6%-იანი ზრდაა. რუსეთი, თურქეთის შემდეგ, საქართველოს მეორე უმსხვილესი იმპორტის წყაროა და მთლიან იმპორტში მისი წილი 13.2%-ს შეადგენს.

რუსეთზე იმპორტდამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროდუქცია (მაგალითად, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი) და ნავთობპროდუქტები იმსახურებენ.

საქართველო მთლიანად რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული – მაგალითად, 2026 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 174,880 ტონა ხორბლისა და მესლინის (45.3 მლნ აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა, რუსეთიდან შემოვიდა 160,615 ტონა (41.8 მლნ აშშ დოლარი) ანუ თითქმის 92%-მდე. 90 პროცენტიანი წილი გქონდა რუსეთს გასულ წელსაც.

მონოპოლიურია რუსეთის როლი ფქვილის იმპორტშიც – 2026 წლის პირველ 6 თვეში სულ შემოვიდა 17,320 ტონა (5.4 მლნ აშშ დოლარის) ხორბლის ფქვილი, საიდანაც 17,060 ტონა (5.3 მლნ აშშ დოლარი) სწორედ რუსული იმპორტი იყო. შესაბამისად, რუსეთის წილი ტონაჟის მიხედვით შეადგენს 98.5%-ს.

მზესუმზირის ზეთის ბაზარზეც საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის ღირებულებამ 25.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც რუსეთი ამ პროდუქტის უმსხვილეს მომწოდებლად დარჩა. მოცულობებით თუ დავიანგარიშებთ, ეს დამოკიდებულება 70%-ს აჭარბებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო” – ირაკლი კუპრაძე
  • ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო
  • საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge