Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ფარცხალაძის პროცესი – დაურთავს თუ არა სასამართლო რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს საქმეს

August 11, 2026
ფარცხალაძის პროცესი – დაურთავს თუ არა სასამართლო რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს საქმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.

დღეს უნდა გაირკევს, დაერთვება თუ არა სისხლის სამართლის საქმეს რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულები.

როგორც ირკვევა, მტკიცებულებებში იმ ადამიანების გამოკითხვის ოქმებია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იცნობენ როგორც ოთარ ფარცხალაძეს, ასევე ლევან ჯანგველაძეს და იციან, რომ ამ ორ ადამიანს შორის არანაირი ბიზნეს დავა არ ყოფილა. შესაბამისად, მათი თქმით, ფარცხალაძეს არ ჰქონია ინტერესი, რომ ჯანგველაძის მკვლელობა დაეორგანიზებინა.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული, რადგან რუსეთში გამოძიების წარმოების უფლება ადვოკატებს სახელმწიფოს გარეშე არ ჰქოდნათ, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება ითხოვს, დაუშვებლად იქნას ცნობილი აღნიშნული მტკიცებულებები, მათ შორის ირაკლი უსოიანის ჩვენება.

“დაცვის მხარეს და საზოგადოებას დღეს კიდევ ერთხელ დავანახვებთ, რატომ არის მცდარი დაცვის მხარის პოზიცია, როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ ნაწილში. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას დაცვის ხმარის მხრიდან უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კიდევ ერტელ განვმარტავ, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არაფრის მტკიცებულება არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის წინაშე თანასწორები ვართ, ორივე მხარე ვალდებული ვართ, კანონის დაცვით მოვიპოვოთ მტკიცებულება, ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ დაასაბუთებს, რომ დარღვევით აქვთ მტკიცებულებები მოპოვებული,”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

თავის მხრივ , დაცვის მხარე ითხოვს, არსებითი დარღვევით მოპოვებული ე.წ. ბრალდების ოქროს მოწმეების ჩვენებების დაუშვებლობას. ადვოკატის თქმით, პირთა დაკითხვა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდა.

“დაცვის მხარე ითხოვს, არსებითი დარღვევით მოპოვებული ე.წ. ბრალდების ოქროს მოწმეების ჩვენებების დაუშვებლობას. რაც გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, რომ აღნიშნულ პირთა დაკითხვა მოხდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, აღნიშნული პირები, ფარულად და მალულად, საგამოძიებო როგანომ დაკითხა იმ ფორმატში, რომ დაცვას არ მიეცა შესაძლებლობა, კრიტიკულად დაეკითხა აღნიშნული პიროვნებები,” – ამბობს გაგი მოსიაშვილი.

დღეს საქმე არესბითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიწყება.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.

ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;

გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;

მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისი – იუსტიციის სახლთან ქვეითთა გადასასვლელზე შუქნიშანი 10 წუთზე მეტია არ აინთო !
  • ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვას გეგმავს
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge