“განწირული ყვირილი გავიგე: „გვიშველეთ!“… შუაგულში, ქვასთან, ჩემი და იდგა და ორ ბავშვს მთელი ძალით ეჭიდებოდა… თითქმის ერთი საათი ბავშვებს ხელს არ უშვებდა…“ – წერს მდინარე ჭანისწყლიდან უვნებლად ამოყვანილი ქალის და სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
სოფელ სქურში ადიდებულ მდინარე ჭანისწყალში დედისა და ორი ბავშვის დასახმარებლად 45 წლის ირაკლი მაქაცარია შევიდა. მან ქალისა და ბავშვების დახმარება შეძლო, თავად კი სწრაფმა დინებამ გაიტაცა, თუმცა მაშველებმა მოგვიანებით ის უვნებელი იპოვეს.
