ეროვნული ბანკის მიერ 6 ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021, ხოლო ევროს კურსი 2.9115 ლარია.
ამ მომენტისთვის, საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6020 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.5980 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9200 ლარად, გაყიდვა კი 2.9100 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6040 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6000 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9250ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9040 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.6030 ლარად, გაყიდვა კი – 2.5980 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9250 ლარად, გაყიდვას კი – 2.9050 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6050 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9200 ლარად, გაყიდვა კი 2.8900 ლარად შეუძლიათ.
