სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა “ფეისბუკზე” პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან გოგონა მოიტაცეს.
“მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონას იძულებით მოიტაცეს.
ორი დღეა, მისი მშობლები და ახლობლები პოლიციის შენობასთან ღამეს ათენებენ და გოგოს ჯერ ვერ იპოვეს.
Marneulinin Ambarovki kəndindən qız zorla qaçırılıb.
İki gündür ki, onun valideynləri və qohumları polis binasının yanında gecələyirlər və hələ də qızı tapa bilməyiblər.
შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისა, მარნეულში ერთ ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა წინა დღე მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო. მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება, გოგოს მოტაცების გეგმის და გოგო სოფელში რომ დაბრუნდ,ა საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსლისას იძულებითად მოიტაცეს. გოგოს ვინ მოიტაცა ის ბიჭი მისი ჯგუფელის ძმაა. ოჯახებმა ერთმანეთს არ იცნობენ, არც გოგო არ იცნობს ბიჭს.
მშობლებმა ამბობენ, რომ მოტაცების გეგმა დაგეგმილი ყოფილა ბიჭის დის მიერ რომელიც ჯერ არც დაბარებულია პოლიციაში
გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეთ.
პოლიციის მხრიდან ურეაგირების ხოლმე აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან, რომ მშობლები სხვადსხვა ადამიანების მეშვეობით როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელებიდან დაწყებული ახლო ნათესავებით დამთავრებული ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რომ დათანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია, ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია “ეს შანსი” არ დაკარგონ მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა.” – წერს სამირა ბაირამოვა