Saturday, August 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

August 8, 2026
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა.

საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში 8 აგვისტოს ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

განცხადებაში ცალკე არის აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი აგვისტოს ომის დროს. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია…

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას.

იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ…

მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!

უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შეკვეთილის სანაპიროზე, კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა …” – რას წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში
  • ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა
  • “აი, ეს არის სამშობლოს ღალატი – ნამდვილად და უტყუარად … ” – რას წერს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge