თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
