Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასტუმროები ზარალზე საუბრობენ

August 7, 2026
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასტუმროები ზარალზე საუბრობენ

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასტუმროები ზარალზე საუბრობენ.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, შეცვლილი სატრანსპორტო სქემის გამო ტურისტული ავტობუსები რიგ ქუჩებზე ვეღარ გადაადგილდებიან, რის გამოც სასტუმროები მსხვილ ჯგუფურ ჯავშნებს კარგავენ.

„რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც მაინც მოიფიქრებდა და ბიზნესს (რუსთაველის გამზირზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე) შეხვდებოდა და მინიმუმ რამეს მაინც მოვიფიქრებდით, რა გავაკეთოთ.

მოგეხსენებათ, რუსთაველის გამზირის სასტუმროებისთვის ჯერ მიტინგების პერიოდი იყო, მერე მიმდებარე ქუჩის რეაბილიტაცია და ეს სასტუმროები ფიზიკურად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

ახლა პირდაპირ ვამბობ, რომ თითქმის 40-50%-იანი გაუქმებები წამოვიდა. კონკრეტულად ინგოროყვას ქუჩაზე ავტობუსი ფიზიკურად ვეღარ შემოდის და იქ არსებული სასტუმროები დიდ ჯავშნებს ვეღარ იღებენ, გადასულები არიან მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. იგივე შემიძლია ვთქვა დიდ სასტუმროებზეც.

არც ერთ სასტუმროზე ეს დადებითად არ მოქმედებს იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სასტუმროები შემოსავალს აგროვებენ, რადგან მერე უკვე ზამთრის პერიოდი მოდის.

რატომღაც გვეგონა, მინიმუმ იმას მაინც გაითვალისწინებდნენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც რუსთაველის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბიზნესები ძალიან ზარალდებიან და რაღაც გამოსავლამდე მაინც მივიდოდით.

მინიმუმ შეხვედრა მაინც უნდა ჩაენიშნათ მერიაში, დაგვლაპარაკებოდნენ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მაინც მივსულიყავით – რას ვაკეთებთ ჩვენ და რით შეუძლიათ ამ მიმართულებით დახმარება.

თქვენს ეთერს გამოვიყენებ და მერიას ვთხოვ, რომ იქნებ იქ მდებარე სასტუმროებთან შეხვედრა გაიმართოს, იმიტომ, რომ ავტობუსების გარეშე, მაგალითად, ზედა ქუჩებზე, სადაც ავტობუსი ფიზიკურად ვეღარ ადის (ან შეიძლება ავიდეს, მაგრამ ვეღარ გამოდის), ჯავშნების თითქმის 50% შეიცვალა. იგივე ინფორმაცია მაქვს ქვედა ქუჩებზეც. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ზარალისკენ წავალთ.

რეაბილიტაციის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, მაგრამ რატომღაც გვეგონა, რომ ლოჯისტიკა შესაბამისად დალაგდებოდა. მე ასე წარმომედგინა, რომ მაგალითად, ინგოროყვას ქუჩა გახდებოდა ორმხრივი, სადაც ავტობუსი შევიდოდა და იქიდანვე გამოვიდოდა. ახლა ინგოროყვას ქუჩაზე რომ შემოვიდეს ავტობუსი, ფიზიკურად ვეღარ გამოდის ვერსად. იძულებულია, ავიდეს მთაწმინდაზე, სადღაც იქ მობრუნდეს და მერე მოძებნოს გამოსასვლელი.

ვიღაცამ მოიფიქროს და გვკითხოს – აბა, რა გჭირდებათ და როგორ გავაკეთოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შეხედულება ვინმეს თავს მოვახვიოთ. ერთად დავსხდეთ, მოვისმინოთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. პირდაპირ ვამბობ, რომ სასტუმროები მიმდინარე პროექტით ძალიან ზარალდებიან.

იქ რომ ბიზნესი ჩავარდა და შემოსავალი ვერ მიიღო, საკმაოდ რთული თემაა. იქნებ დავილაპარაკოთ და ერთად დავსახოთ გზები, რომ გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური ქუჩის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტი ოთხ თვეში, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოების პერიოდში რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან მძიმე იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ გიორგი ბარამიძის განცხადება” – კახა კალაძე
  • “გიორგი ბარამიძის განცხადება არის, არასახელმწიფოებრივი, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად არასწორი…” – შალვა კერესელიძე
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge