Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

„გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის მცდელობა“ – რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

August 7, 2026
“გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი

„ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ

საუბარია, აზერბაიჯანული გამოცემა Report-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ. გამოცემის ცნობითვე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საელჩოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტაც გაიგზავნა.

როგორც საქართველოს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქმე ეხება ერთ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.
„გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის მცდელობა“ – შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანულ სატვირთოზე„გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის მცდელობა“ – შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანულ სატვირთოზე
„ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ

საუბარია, აზერბაიჯანული გამოცემა Report-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ. გამოცემის ცნობითვე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საელჩოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტაც გაიგზავნა.

როგორც საქართველოს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქმე ეხება ერთ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.

„მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე.

მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.

ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.

ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია – მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას
  • მოკლული გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 7.5 მლრდ დოლარს მიაღწია – ივნისში სებ-მა დამატებით 100 მლნ დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge