Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მე მათი სისხლი არ მწყურია, სამართალი მინდა – მათი დაჭერით ბრძოლა არ დასრულებულა…” – გიგა ავალიანის დედა

August 6, 2026
“მე მათი სისხლი არ მწყურია, სამართალი მინდა – მათი დაჭერით ბრძოლა არ დასრულებულა…” – გიგა ავალიანის დედა

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის შურისძიება, დაარქვან სახელი, ჩემთვის ეს სადისტურად მოკლული, უდანაშაულო შვილის მოკვლისთვის სამართლის პოვნაა,- ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა. როგორც ეკა კუპატაძემ აღნიშნა, ის საკუთარი შვილის ღირსებას იცავს და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

„რომ არა ჩემი თავგანწირული ბრძოლა, რომ არა საზოგადოების უპირო და უანგარო თანადგომა, მე ამას ამ ხარისხით ასე ვერ გავაკეთებდი, მაგრამ არ გავჩერდებოდი, შევაკვდებოდი ამ ყველაფერს. გლოვას მასწავლიდა ხალხი. გაგიგიათ? შვილმკვდარი დედები გლოვას მასწავლიდნენ. შვილმოკლული დედები მასწავლიდნენ ნიკას როგორ უნდა მოვფერებოდი და მოვფრთხილებოდი.

მე მათი სისხლი არ მწყურია, მე სამართალი მინდა. მე შურისმაძიებელი არ ვარ, სამართლის მაძებარი ვარ. რომ არ დამდგარიყო სახელმწიფო სამართალი, მე ვიძიებდი შურს და გიგა ავალიანის წილ სისხლს ავიღებდი. შევაკვდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ხალხმა ზურგი გამიმაგრა. მათი თანადგომა ჩემთვის იყო ყველაზე ძლიერი საყრდენი, რაც კი ვინმეს წარმოგიდგენიათ. მე გიგა ავალიანის ღირსებას ვიცავ, მისი სიცოცხლე ვერ დავიცავი. არავინ და არაფერი უკან არ დამხევს. ასეთი პატარა ბრძოლა რომ მაშინებდეს, ბრძოლაში არ შევიდოდი. ცოცხალი დავრჩი გიგასთვის, ვიბრძოლებ მისთვის, ცხოვრებაში ჩემი მისია მაქვს. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის შურისძიება, დაარქვან სახელი, ჩემთვის ეს სადისტურად მოკლული, უდანაშაულო შვილის მოკვლისთვის სამართლის პოვნაა“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მტკიცებულებები შეიძლება გააჩნდეს პროკურატურას ნია იმნაძის დასაკავებლად, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ საქმეში არის ფარული მოსასმენები და ტელეფონის ამონაწერები.

„ტელეფონი რომ გაასუფთავა, ის უპირობოდ ნიშნავს, რომ მან რაღაც დამალა. ნია იმნაძის დედის ტელეფონი არ ჩანს. საქმე იყო „ჩაფარცხული“ და შეფუთული პირველი გამოძიების შემთხვევაში. დაჭირდა ამდენი დრო სწორედ ტელეფონიდან ინფორმაციების ამოღებას, „მეტადან“ ინფორმაციების ამოღებასაც. ვიცით, რომ „მეტასთან“ აქტიურად თანამშრომლობდნენ. ასევე სახლებში იყო ფარული მოსასმენები. მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როცა ნია იმნაძე 4 თებერვალს წავიდა და ფსიქოთერაპევტმა საშინელი დიაგნოზი დაუსვა, თითქოს რაღაცები სჭირდა და ახალი დაავადებები გამოიგონა ლამის, შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ნია ინაძე საკმაოდ ლაღი იყო, რაც ფარულ მოსასმენებში ფიქსირდება, ბედნიერად იღებდა საჩუქრებს და სტუმრებს. ფარული მოსასმენების მასალა ექსპერტიზაზე წავიდა. ექსპერტიზაზე უამრავი ტელეფონია გადაცემული და სწორედ ამ კონკრეტული პიროვნების ტელეფონები აღსადგენად იყო გადაცემული უფრო ძლიერ აპარატურაზე“, – განაცხადა კუპატაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი საქმის მასალებიდან ხელში ჯერჯერობით არაფერი აქვს, რადგან ჯერ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უნდა ცნონ და შემდეგ გადასცემენ საქმის მასალებს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობა პოლიტიკური ქულების დასაწერად არავინ უნდა გამოიყენოს.

„გიგა ავალიანის მკვლელობიდან ვერავინ ვერანაირ ბენეფიტს ვერ მიიღებს, „თაფლიანი კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ“. გიგა ავალიანის მკვლელობა პოლიტიკური ქულების დასაწერი არ არის. გიგა ავალიანის ღირსებას იცავს მისი დედა. თუკი ვინმე აქედან რაიმე სარგებლის მიღებას ცდილობს, შემცდარა იმიტომ, რომ გიგა ავალიანის სიცოცხლე არის ჩემი და მე მას არ ვყიდი“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ დაკავებულებს მაქსიმალურ სასჯელს არ მიუსჯიან.

„მათი დაჭერით ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება. პროკურორთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯონ. ვიბრძოლებ, რომ მოსამართლე ამ ყველაფერში დავარწმუნო სამართლებრივად და მათ მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯონ. მე დავიბადე პედაგოგების ოჯახში, ჩემი შეგნებული ცხოვრება ბავშვებთან ურთიერთობაში გავატარე. დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა წუხელ ნია იმნაძე დედამისის ჩხავილმა, მთელ საქართველოს აჩვენა მისი სახე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე ჩემი შვილის დამკვეთი ადამიანურად შემეცოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუკი დედამისმა „ფარჩხალი” მოახერხა, დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს. როცა ვამბობ ადამიანურად შემეცოდა მეთქი, მე დავინახე ნია იმნაძის „შილაკიანი” თითები, დედამისის ახალი გაკეთებული მელირება, დავინახე გამოპრანჭული დედ-მამა როგორ იყო ამ ყველაფრის მოლოდინში და როგორი სცენა დადგეს იქ. ვის გააკვირვებენ ჩხავილით? გადავიდნენ მუხიანში და იკითხონ, როგორ ჩხაოდა ეკა 24- 26 ოქტომბრის ღამეს. ეს იყო გულწრფელი და არა გათამაშებული“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია რუსული აგრესიისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 7 აგვისტოს, 14:00 საათზე შინდისის გმირების მემორიალთან შეიკრიბებიან
  • “2020 წლის შემდეგ ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება…” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge