ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას ეხმაურებიან და “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ქვეყანაში არცერთი პასუხისმგებელი პირი და უწყება არ აღმოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს აუხსნიდა, თუ რა მოხდა რეალურად ქვეყანაში.
მისი თქმით, ნორმალური მთავრობა ახლა სხდომას უნდა ატრებდეს, უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო უნდა იქმნებოდეს და შესაბამისი პერიოდულობით ბრიიფინგები უნდა ტარდებოდეს.
ფაქტია, რომ დღეს ენერგოსისტემაში არის კრიზისი. ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა. უკვე მესამედ ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა ისე, რომ ამას მოჰყვა სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება, მეტრო-სადგურების შეჩერება გვირაბებში და მოქალაქეებს გვირაბების ფეხით გამოვლა მოუწიათ, საბაგიროებზე გაიჭედნენ ადამიანები, შუქნიშნები გაჩერდა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაჩერდა, ჯერაც არ ვიცით ბიზნესს რა ზარალი, ან რა ზიანი აქვს მიღებული ამ ელექტროენერგიის გათიშვების შედეგად მიღებული ქვეყანაში და არცერთი პასხისმგებელი უწყება და თანამდებობის პირი არ აღმოჩნდა, რომელიც პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა და გვეტყოდა, მის მოქალაქეებს აუხსნიდა, რა მოხდა რეალურად ქვეყანაში. ეს არის პასუხისმგებლობის დეფიციტი, რომელიც ლეგიტიმაციის კრიზისს მოსდევს ქვეყანაში. ნორმალური, პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირი, ხელისუფლება ახლა მთავრობის სხდომას უნდა ატარებდეს პრემიერ-მინისტრი, უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო უნდა იქმნებოდეს, შესაბამისი პერიოდულობით ბრიიფინგები უნდა ტარდებოდეს, რათა საზოგადოებას მიეწოდებოდეს ინფორმაცია ენერგოსისტემაში რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პარტია “დროას” წევრი, გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ “ივანიშვილის რეჟიმის ერთის მხრივ მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას” და მეორეს მხრივ, ენერგოსისტემა არის დაქვემდებარებული რუსეთს.
ივანიშილის რეჟიმი ერთის მხრივ მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, პირადად ივანიშვილის გამდიდრებისთვის და რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებისთვის, რაც ტვირთავს და პრობლემას უქმნის საქართველოს ენერგოსისტემას და მეორეს მხრივ, ენერგოსისტემა არის დაქვემდებარებული რუსეთს და მათი გადასაწყვეტია, როდის ჩაქრება შუქი საქარველოში და სანამ ეს ვითარება ნარჩუნდება, ბუნებრიივია, რომ ენერგო კრიზისს არაფერი არ ეშველება,” – ამბობს გიგა ლემონჯავა.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება.
ამასთან, დენი გამოირთო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
