ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპა | ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
