პროტესტია 21-ე საჯარო სკოლასთან – სასწავლო დაწესებულებასთან, რომელიც სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დახურეს.
სკოლასთან მშობლები და მასწავლებლები დღესაც შეიკრიბნენ. ხალხი ითხოვს პასუხებს, როდის და რა ფორმით გაგრძელდება სწავლა?!
“საჭიროა სრულყოფილი დასკვნა და სივრცე, სადაც ბავშვები რამდენიმე სმენაში არ ისწავლიან”- ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლითაც მშობლები ხუთშაბათს განათლების სამინისტროში მივლენ.
