Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

July 30, 2026
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ინფექციის ტვირთის მკვეთრი შემცირების კუთხით. დოკუმენტში შეფასებულია ევროპის რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები და არსებული გამოწვევები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაავადების დაძლევა მტკიცე პოლიტიკური ნების, მასშტაბური ტესტირებისა და საყოველთაო მკურნალობის უზრუნველყოფით.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აივ/შიდსის, ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ტუბერკულოზის სამმართველოს უფროსმა, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოსკოლაბორაციული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია წერეთელმა.

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ელიმინაცია მხოლოდ მიზანი კი არა, რეალურად მიღწევადი შედეგია. ტესტირების გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფითა და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მკვეთრად შევამცირეთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ტვირთი. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს პროგრესს, როდესაც ჰეპატიტი ეროვნული პრიორიტეტი ხდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერობას აღნიშნული მიმართულებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონის ქვეყნებს, დაძლიონ ბარიერები და გამოიყენონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მისაღწევად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი იქმნება
  • სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სომხეთში რუს ბლოგერს, ნადეჟდა პიროჟკოვას ბრალი წარუდგინეს
  • ბათუმში მოძრავი ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge