Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა ჯამში 1 496 500 ლარი შესწირა

July 30, 2026
“ქართულ ოცნებას” სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა ჯამში 1 496 500 ლარი შესწირა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა ჯამში 1 496 500 ლარი შესწირა.

TI-ის ცნობით, შეწირული თანხის სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესი ხელისუფლებისგან ახალ ლიცენზიებს, მილიონიან ტენდერებსა და სრულ ხელშეუხებლობას იღებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ სქემაში ჩართულნი არიან:

ლაშა კვაჭაძე და ალექსი მოდებაძე – “ევროპაბეთისა” და “ორბიტალის” ყოფილი და მოქმედი მფლობელები.

ტიტალ და კნიაზ დასენები – “ოცნების” დეპუტატის, ისკო დასენის რუსეთის მოქალაქე შვილები, რომლებიც კაზინოს 10 ლიცენზიას ფლობენ.

თამაზ ხარაიძე – ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლის ძმა და “ბეთლაივის” მეწილე.

გიორგი ლომთათიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი “ოცნებიდან” და კაზინო “ჯეოგრატორის” მფლობელი.

TI-ი წერს, რომ “კაზინო აფინანსებს პარტიას, პარტია მფარველობს კაზინოს. ამ დახურულ წრეში მხოლოდ ხალხი ზარალდება”.

“სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,496,500 ლარი შეწირეს. პარტიის შემწირველებს შორის არის 29 პირი, რომლებიც სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს „ევროპაბეთის“ (ყოფილი „ჩემპიონები 111-ის“) მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა და დირექტორებმა. ჯამში, მათ 740,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. ამ თანხიდან ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღო ლაშა კვაჭაძემ – “ევროპაბეთის” 2,5%-ის ყოფილმა მფლობელმა 240,000 ლარი გაიღო. იგი მონაწილეობს თბილისში “ტრამპთაუერის” მშენებლობის საქმეში. სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა იგი თაღლითური ონლაინ-კაზინოების თემაზე;

შპს „ორბიტალის“ ირგვლივ გაერთიანებულმა პირებმა, საერთო ჯამში, 445,000 ლარი გაიღეს. აღსანიშნავია, რომ „ორბიტალის“ შემწირველთა შორის არიან ალექსი მოდებაძე და ალექსანდრე წულუკიძე, რომლებიც წარსულში „ევროპაბეთთანაც“ (ყოფილი „ჩემპიონები 111“) იყვნენ დაკავშირებული, რაც ორ კომპანიას შორის საერთო ბიზნეს-წრის არსებობაზე მიუთითებს. “ორბიტალის” 20% წილს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომამდე ფლობდა სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც ასევე არის “ბეთლაივისა” და “ქუთაისი-2010”-ს ყოფილი მეწილე. სულიკო ვარსემაშვილი ფლობს კომპანია “მეამას”;

საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ისკო დასენის, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე შვილების, ტიტალ და კნიაზ დასენების კომპანიები: შპს „ლიდერ-ბონუსი“ და შპს „კრისტალ პლიუს“, ჯამში, სათამაშო ბიზნესის 10 ლიცენზიას ფლობენ, რის საფუძველზეც თბილისსა და რუსთავში მოწყობილი აქვთ სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები და წამახალისებელი თამაშების ობიექტები. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას”, ჯამში, 136,000 ლარი შესწირეს;

შპს „ბეთლაივის“ 3%-იან წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა თამაზ ხარაიძე. ამ კომპანიას სათამაშო ბიზნესის 4 მოქმედი ლიცენზია აქვს, რის საფუძველზეც თბილისსა და მარნეულში მოწყობილი აქვს სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები, სამორინეები და სხვა სათამაშო ბიზნესი. თამაზ ხარაიძემ 2019 წლის 28 მარტს „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის მეწილეა ზურაბ ვარსემაშვილი, რომელიც “მეამას” ერთ-ერთი მფლობელის, სულიკო ვარსემაშვილის ნათესავიც და ბიზნეს-პარტნიორიც არის;

სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიის, შპს „ჯეოგრატორის“ 50%-იან წილს ფლობდა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის დირექტორი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, სოფიკო გუჯაბიძის მეუღლე გიორგი ლომთათიძე. მან 2021 წლის 11 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ოჯახმა ტენდერებიდან 5 მილიონ ლარამდე მიიღო. ამ კომპანიას, ლიცენზიის საფუძველზე, თბილისში, ლვოვის ქუჩაზე მოწყობილი აქვს აზარტული და მომგებიანი სათამაშო ობიექტი”.

მხოლოდ „ევროპაბეთსა“ და „ორბიტალთან“ დაკავშირებული პირების შემოწირულობები 825,000 ლარს აღწევს. მათ შემდეგ მოდიან შპს „ქუთაისი 2010“ (180,000 ლარი) და შპს „კრისტალ პლიუსი“ (136,000 ლარი), რაც აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის დაფინანსებაში სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სომხეთში რუს ბლოგერს, ნადეჟდა პიროჟკოვას ბრალი წარუდგინეს
  • ბათუმში მოძრავი ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს
  • ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge