Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, რომლებსაც წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად, ჩემთვის იმედია იქ მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა”- რას ამბობს ანა წითლიძე

September 23, 2026
“ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, რომლებსაც წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად, ჩემთვის იმედია იქ მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა”- რას ამბობს ანა წითლიძე

რუსები ამაზე წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის და ეს ყოფილიყო ეთნიკური სახის, არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძემ კომენტარი გააკეთა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, იცნობს ძალიან ბევრ აფხაზს, რომელთაც უყვართ ქართველები და ქართველებს, რომელთაც უყვართ აფხაზები, ამიტომ განზოგადებას ვერ გააკეთებს.

„აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა. რუსები ამაზე წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობდნენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის და ეს ყოფილიყო ეთნიკური სახის. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, რუსეთის აგრესია ტერიტორიებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, აფხაზების აღქმაში ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით იდეალისტები და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის და ყველას უყვარს ქართველები და ქართველებსაც უყვართ აფხაზები, რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, მათ შორის ჩემს ნათესავებს, რომლებსაც უყვართ ქართველები, ახსოვთ ქართველებთან თანაცხოვრება, წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად. ამიტომ, ჩემთვის იმედია აფხაზეთში მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა.

ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, როგორ შევძლოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა არა წარსულის შეცდომებზე, არამედ კარგ ნიადაგზე. მე ვიცნობ ისეთ აფხაზებს, რომლებსაც უყვართ ქართველები და პირიქითაც, ამიტომაც ვერ განვაზოგადებ“, – განაცხადა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აფხაზეთში მცხოვრებთათვის ქართული პასპორტების გაცემის საკითხი – „ოცნება“ ზურაბიშვილს პასუხობს
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • “რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს” – არჩილ გორდულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge