Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა

July 29, 2026
თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.

თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან ორგანიზაციაში დანერგა მართვის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საუკუნის პროექტი – აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, რომელიც მასშტაბით და კომპლექსურობით უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა და ვერტიკალური მმართველობის სტილი მოქნილი, ჰორიზონტალური მოდელით ჩანაცვლდა.

თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით შეიქმნა ახალი პლატფორმები: საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge და სპორტული არხი (პირველი არხი სპორტი).

„ბოლო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების, განახლებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. განვახორციელეთ საუკუნის პროექტი – ახალი შენობა, განახლდა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი დაიფარა 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით არა მხოლოდ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ორგანიზაციის თანამედროვე, მრავალპლატფორმიან და ციფრულ ეპოქასთან ადაპტირებულ მედიაორგანიზაციად განვითარება. შეიქმნა ახალი ციფრული პლატფორმები, დაიწყო სპორტული მაუწყებლობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული შინაარსის წარმოება და გაძლიერდა მაუწყებლის როლი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში. შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და აუდიტორიაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. თუმცა ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა
  • თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა
  • “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge