საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოში ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო 13 ივლისის შემდეგ გაუჩინარდა. ის მარტო მოგზაურობდა.
