Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე მოწმე გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი

July 29, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე მოწმე გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე მოწმე გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.

როგორც ბერძენიშვილმა განმარტა, კონკრეტულ გამომძიებელს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული. ბრალდების მხარე შემდგომ კვირაში მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდგომაც მოწმეების წარმოდგენას დაცვის მხარე დაიწყებს.

ამასთან, პროკურორის თქმით, პროცესების საჯაროობა მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეებისა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა.

„დაცვის მხარე თუ ახლა სვამს კითხვას, რატომ არის დახურული პროცესები, ეს გასაოცარი ამბავია, იმიტომ რომ ამაზე არაერთხელ იმსჯელა სასამართლომაც.

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რამდენიმე მიმართულება არის სასამართლოში წამოსული და არსებითი განხილვები მიმდინარეობს. მოწმეები საუბრობენ, მაგალითად, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ამხელენ გარკვეულ პირებს და ბუნებრივია, მათ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.

პროცესების საჯაროობა ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეების და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.

ასევე, ბრალდების მხარე რა განცხადებასაც და განმარტებასაც აკეთებს, აბსოლუტურად ყველა ეს განმარტება და განცხადება გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან. შესაძლოა ადვოკატმა რომელიმე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინოს, ეს იურისტებისთვის ნორმაა. დასკვნითი სიტყვის არსიც ეს არის ზუსტად, მაგრამ ბრალდების მხარეს, განსხვავებით დაცვის მხარისგან, აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ნამდვილად ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ თითქოს დეზინფორმაციას ვავრცელებთ.

სხდომის ოქმი იწერება და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე ისმის, თუ რას ამბობენ მოწმეები”,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქობულეთში ქალი დაჭრეს
  • ოჯახი ეძებს ტაილანდელი მოგზაურს, რომლის კვალი მათი თქმით, საქართველოში დაიკარგა
  • პირველი არხის ახალ მისამართზე მდებარე გაჩერებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელი დაერქვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge