Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი იყოთ, ყველა ჩემს თანატოლს თქვენი ეშინია” – ახალგაზრდა რუსი მსახიობის სკანდალური მიმართვა პუტინს და რამდენიმე საათში შეცვლილი პოზიცია

July 29, 2026
“არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი იყოთ, ყველა ჩემს თანატოლს თქვენი ეშინია” – ახალგაზრდა რუსი მსახიობის სკანდალური მიმართვა პუტინს და რამდენიმე საათში შეცვლილი პოზიცია

მოს­კო­ვის ოლ­ქის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ყო­ფილ­მა მსა­ხი­ობ­მა, 26 წლის ალექ­სეი იარ­მუშ­ჩიკ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­მარ­თავს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის ყო­ველ დღე და ყო­ველ ღამე გო­ნე­ბა­ში “დი­ა­ლოგს მარ­თავ­და“ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვიდ­რე ბო­ლოს და ბო­ლოს გა­ბე­დავ­და და სა­ჯა­როდ იტყო­და იმას, რა­საც ფიქ­რობს.

“მე არ მინ­და, რომ ჩემი პრე­ზი­დენ­ტი იყოთ. არ ვიც­ნობ არ­ცერთ ჩემს თა­ნა­ტოლს, ვი­საც თქვე­ნი არ ეში­ნია და ვი­საც სურს, რომ პრე­ზი­დენ­ტი იყოთ“, – აცხა­დებს იარ­მუშ­ჩი­კი ვი­დე­ო­ში.
მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის გარ­შე­მო მყო­ფი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან პუ­ტინს მხარს მხო­ლოდ მომ­ღე­რა­ლი “შა­მა­ნი” უჭერს. მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის­კენ მო­უ­წო­და და დას­ძი­ნა: “არ მინ­და თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა, არ მინ­და ВКонтакте-თ სარ­გებ­ლო­ბა. მე Instagram-ი მინ­და!“
მოგ­ვი­ა­ნე­ბით იარ­მუშ­ჩიკ­მა გან­მარ­ტა, რომ აქამ­დე პრე­ზი­დენტზე ლა­პა­რაკს ში­ში­სა და თვით­ცენ­ზუ­რის გამო ერი­დე­ბო­და – სა­მე­გობ­რო­ში გვარ “პუ­ტი­ნის“ ხსე­ნე­ბა­ზეც კი ყვე­ლა გა­ჩუ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. “ჩემს თავ­ში იყო გან­ცდა, რომ პუ­ტინ­ზე სა­ერ­თოდ არაფ­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ეს სა­ში­ში იყო“. თუმ­ცა, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ ერთ რა­მეს ნა­ნობს – რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს უფრო ადრე.

მე­დია “Осторожно, новости“-სთან სა­უბ­რი­სას ალექ­სე­იმ გა­ნა­ცხა­და: “ვი­დე­ო­ში ჩემი იმ მო­მენ­ტის პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტე. წი­ნას­წარ არ მოვმზა­დე­ბულ­ვარ, ვთქვი ის, რაც შიგ­ნი­დან მო­დი­ო­და. მთავ­რო­ბის­თვი­საც ხომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკუ­კავ­ში­რი?! ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ყვე­ლა­ნი შიშ­ში არი­ან. მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც პუ­ტი­ნის გვარს ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს. ჰოდა, ახლა ამ ში­შებ­თან გამ­კლა­ვე­ბას ვცდი­ლობ.“

რო­გორც ირ­კვე­ვა, პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შიში და სა­ზღვრე­ბის შე­საძ­ლო ჩა­კეტ­ვა გახ­და: “ჩემ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს შფოთვის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წყა­როა – რომ სა­ზღვრებს ჩა­კე­ტა­ვენ და ვე­ღარ გა­ვალ“.

“ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და“: ოჯა­ხის რე­აქ­ცია
ვი­დე­ოს ჩა­წე­რის ღა­მეს მსა­ხი­ობს ში­შის­გან არ და­უ­ძი­ნია. “დი­ლას ქვე­მოთ ჩა­ვე­დი, დე­და­ჩემ­მა რა­ღაც თქვა და მივ­ხვდი, რომ ვი­დეო უკვე ნახა. იმ მო­მენ­ტში ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და. ვფიქ­რობ­დი, ვა­ი­თუ 3 ათა­სი ნახ­ვა აქვს და ჩუ­მად ცი­ხე­ში ჩამ­სვა­მენ-მეთ­ქი. დე­დამ კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხა – ძი­რი­თა­დი საყ­ვე­დუ­რი ის იყო, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ, პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა ჩა­ვე­რიო და არ ვარ იმ ასაკ­ში, პუ­ტინს რჩე­ვე­ბი ვაძ­ლიო.“

პო­ზი­ცი­ის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში
თუმ­ცა, მა­მა­ცუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. პირ­ვე­ლი ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იარ­მუშ­ჩიკ­მა ახა­ლი რგო­ლი ჩა­წე­რა, სა­დაც სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. ამას­თან, მან სი­ხა­რუ­ლი ვერ და­მა­ლა იმის გამო, რომ სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვის შემ­დეგ გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და:

“მე უბ­რა­ლოდ გაღ­მერ­თებთ! უკვე მთავ­რო­ბაც მიყ­ვარს და ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე­საც პა­ტივს ვცემ – მარ­თლაც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ასე უჭე­რენ მხარს“, – გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ მას “უბ­რა­ლოდ სა­უ­ბა­რი სჭირ­დე­ბო­და“.

მსა­ხი­ო­ბის ასეთ­მა სწრაფ­მა გარ­და­სახ­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ირო­ნი­ის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია:

“რა სწრა­ფად შე­იც­ვა­ლე პო­ზი­ცია“, “ასე­თი რა მოხ­და, რომ უცებ შე­გიყ­ვარ­და შენი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პუ­ტი­ნი?“, “ალ­ბათ პი­რა­დად ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძემ და­უ­რე­კა“ – წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში გა­ო­ცე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ვინ არის ალექ­სეი იარ­მუშ­ჩი­კი?
2023 წელს კონ­სტან­ტი­ნე რა­ი­კი­ნის სცე­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ალექ­სეი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ მოს­კო­ვის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა, 2026 წლის ივ­ნის­ში თე­ატ­რი დიდი სკან­და­ლით და­ტო­ვა – მან სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მსა­ხი­ო­ბებს მი­ზე­რულ ხელ­ფასს (37 ათას რუბლს) უხ­დიდ­ნენ, ეპყრო­ბოდ­ნენ რო­გორც “სა­კუთ­რე­ბას“, რე­გუ­ლა­რუ­ლად ლა­ხავ­დნენ მათ ღირ­სე­ბას და კვე­ბის პი­რო­ბე­ბიც კი გა­უ­საძ­ლი­სი იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს
  • „რომ დავურეკე, ძრავი უკვე ჩართული იყო და ხმა არ ისმოდა… 15 წუთში დაგვირეკეს… “ – გუდაურში დაღუპული მფრინავის დედის ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან
  • “რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები, მაგალითად, პოსტების გაშეარების გამო?…” – ლაშა ტუღუში თინათინ ბერძენიშვილის მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge