Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით გარჩეული საქმეები – პროკურატურამ 33 პირს ბრალდება წარუდგინა

July 28, 2026
ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით გარჩეული საქმეები – პროკურატურამ 33 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ “კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებულებიდან 27 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა, 4 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ორს კი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს” წევრები, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, სისტემატური “ქურდული გარჩევების”, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ “ქურდული სამყაროს” მართვასა და ორგანიზებაში.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, სისტემატური „ქურდული გარჩევების“, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. ისინი როგორც დამოუკიდებლად, ასევე ,,კანონიერ ქურდის” ჩართულობით, სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. უკანონო ,,ქურდული გარჩევების” შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.

სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს, 4 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – წერია განცხადებაში.

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოწმემ ვერც კი ამომიცნო” – თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული, ვასო ბერიძე
  • პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის 33 პირს ბრალდება წარუდგინა
  • შუამთობის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან 107 800 ლარი დაიხარჯება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge