აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წელიწადზე მეტის განმავლობაში მრჩევლებთან კერძო საუბრებში ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს აგებს, თუმცა ბოლო კვირებში ის ოპტიმიზმს გამოხატავს კიევისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ” – წერს Wall Street Journal. გამოცემის წყაროების თანახმად, ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა ზელენსკის სიმტკიცემ, რომელმაც ომი რუსეთის სიღრმეში გადაიტანა.
„ეს ცვლილება მოხდა გლობალური სამიტების კულუარებში გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა ტრამპის მოხიბვლას, როგორც წყაროები აცხადებენ, ევროპელი ლიდერების მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ტრამპმა დაიწყო აღფრთოვანება უკრაინული დრონების ინდუსტრიით და განსაკუთრებით იმავე დრონებისგან თავდაცვის უნარით, რომლებსაც აშშ ირანთან ომში აწყდება. ტრამპს უყვარს გამარჯვებულები და მისი აზრით, ზელენსკი სულ უფრო მეტად ჰგავს ერთ-ერთ მათგანს” – განაცხადა WSJ-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თეთრი სახლიდან
ზელენსკი დღეს აშშ-ში იმყოფება. ის პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდება. გამოცემა The Hill რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კაპიტოლიუმში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე აშშ-ის 100-ვე სენატორია მიწვეული.
