Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დაასრულეთ თქვენი ომი, დაასრულეთ ახლავე – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

November 20, 2026
მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დაასრულეთ თქვენი ომი, დაასრულეთ ახლავე – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ალბანეზემ ჩინეთში, შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის გახსნისას განაცხადა.

„პირდაპირ მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დაასრულეთ თქვენი ომი, დაასრულეთ ის ახლავე“, – აღნიშნა ალბანეზემ.

როგორც „გარდიანი“ წერს, ალბანეზემ განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც დარბაზში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმყოფებოდნენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პუტინს პირდაპირ მიმართავდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს მისთვის არ შეუხედავს.

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო ვაჭრობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები წარმოადგენს. მისი თქმით, ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ომების დასასრულებლად.

„ვაჭრობის შეფერხების ორი უმთავრესი მიზეზი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასასრულებლად. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გავლენას ახდენს გლობალურ ინფლაციაზე და ჩვენს ეკონომიკებში ცხოვრების ხარჯების ზრდას იწვევს“, – განაცხადა ალბანეზემ.

მისივე თქმით, გლობალური ეკონომიკა სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგას, რასაც სამხედრო კონფლიქტები, მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და საერთაშორისო წესრიგის მიმართ მზარდი გამოწვევები განაპირობებს.

ამასთან, ალბანეზემ დადებითად შეაფასა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა.

„მივესალმები პრეზიდენტ სი ძინპინის, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრას. ვიმედოვნებთ, რომ მას დადებითი შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ – თურქეთის ელჩი
  • ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
  • ოპოზიციას არ აქვს მორალი, არ არსებობს საკითხი, რომელსაც პოლიტიკური სარჩული არ შესძინეს, ისინი არიან ქვეყნის მტრები და ყველაფერს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ – ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge