Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა”-ჯანდაცვის სამინისტრო

July 28, 2026
“საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა”-ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

მინისტრმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი პროგრამის განვითარებაში. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად.

ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს – ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ – 90%-ს მიაღწია.

ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავ…” – ქუთაისში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა
  • წყალი 23 საათამდე შეწყდა გადაამოწმეთ მისამართები
  • გუშინ დაკავებული ნოდარ წიწარიშვილი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge