Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან…” – რას ამბობს საიას თავმჯდომარე

July 27, 2026
“საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან…” – რას ამბობს საიას თავმჯდომარე

ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია , – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, როდესაც სხვადასხვა აქტორი თავისი როლით არის ჩართული, ესენია კერძო დაჯგუფებები, მედია, სახელმწიფო ინსტიტუტები“.

„საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე, კანონმდებლობით უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა, განსაკუთრებით საგანგაშოა.

როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება, ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს [არაერთი პრეცედენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც მედიის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სისხლის სამართალშიც კი გამოიკვეთა, არა თუ უფლებრივ სამართალში მხოლოდ].

ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს. სადამსჯელო ჯგუფების პირველი მაგალითები 2024 წლის გაზაფხულის აქციების კონტექსტშიც დავაიდენტიფიცირეთ, და შემდეგ 28 ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც.

შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, როდესაც სხვადასხვა აქტორი თავისი როლით არის ჩართული, ესენია კერძო დაჯგუფებები, მედია, და სახელმწიფო ინსტიტუტები.

არსებული კონტექსტი იძლევა იმის მკაფიოდ თქმის საშუალებას, რომ ეს რაზმები დამოუკიდებლად არ და ვერ იმოქმედებენ. ამრიგად, ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია“,- წერს თამარ ონიანი.

ინფორმაციისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურება
  • ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • “ეს სერიოზული გაფრთხილებაა… მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია” – რას ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge