ევროკომისიამ ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ამის შესახებ შივონ მაკგარმა განაცხადა, რომელიც ევროკომისიის სპიკერია.
სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში. ხოლო თუ ვალდებულებები არ შესრულდება, საბჭოს შევთავაზებთ, რომ ის დარჩეს სანქცირებულთა სიაში.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას კრიპტოვალუტებზე. ხელთ არ მაქვს ზუსტი ციფრები ქართული კრიპტო კომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც ამ პაკეტში მოხვდნენ. პრეს-რელიზში აღნიშნულია სულ 14 პლატფორმა , რომელთა შორის ნაწილი ქართულია.რა შევთავაზეთ ამ პაკეტით კრიპტოს მიმართულებით. ინდივიდუალური სანქციები— ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. ჩვენ გვსურს, წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
