საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, გარდაიცვალა ორგანიზაციის თანამშრომელი მანანა კიკაბიძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლის, მანანა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი მანანა, წლების განმავლობაში პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და კეთილგანწყობით ემსახურებოდა ქართულ ჭადრაკს.
მისი ადამიანობა, გულწრფელობა და თანადგომა ყველასთვის განსაკუთრებულად დასაფასებელი იყო.ვუსამძიმრებთ ქალბატონი მანანას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
