სოფიო სიგუა-შატბერავა ამბობს, რომ მეუღლისგან, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსან იოსებ სიგუასგან ბოლო მუქარა პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიიღო. ქალს ამის დამადასტურებელი ვიდეოც აქვს.
“TV პირველემა” ასევე მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალები, სადაც ჩანს ძალადობის მსხვერპლი ქალი, დალეწილი სამზარეულო და სავარაუდო ადევნებაც.
ამ ფონზე კი ცოლზე ძალადობაში მხილებული ყოფილი პოლიციელი ისევ შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს.
ყველაფერი ნათელია. ეს კადრები წარდგენილია დევნის ასპექტში, რომ ის ნამდვიალდ დევნას აწარმოებდა ჩემზე და პლუს კიდევ ბევრი რამ არის წარდგენილი. მოლოდინი მაქვს, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება და ვნახოთ. მე ამას ვამბობდი, რომ ამას ყველაფერს ვმალავდი და თვითონაც ლოგიკურია დამალავდა, მითუმეტეს სამმართველოს უფროსებს რატომ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ ის ჩემზე ძალადობდა. ეს სრულებით ალოგიკურია. ისინი არიან ჩვეულებრივი ცრუ მოწმეები. ჩემი მხრიდან დევნის ფაქტშია რის ჩემი მეგობარი მოწმე, რომელიც შეესწრო – ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს და ამიტომ არის გამოძახებული. დღეის პროცესზე ეს იქნება, თუმცაღა პროკურატურის დაკითხვაზე იქნება ნ რაოდენობით მოწმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე სხდომა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. პროცესზე დღეს იოსებ სიგუას მხრიდან მოქმედი პოლიციის მაღალჩინოსნები გამოიკითხებიან.
სოფიო სიგუას ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოწმეების სასამართლოში მიყვანა მისთვის გაუგებარია, რადგან არცერთი მათგანი ძალადობის ფაქტს არ შესსწრებია.
პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც იოსებ სიგუას ახლო მეგობრები არიან . ისინი არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ, რატომ მოჰყავთ მოწმეებად, ჩვენთვის გაუგებარია. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლდო პროცესის გაჭიანურებას და მისი გავლენის გამოჩენას. გამოძებსი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ, რომ მოვიყვანოთ ყველა ის მოწმე, რომელიც საქმეზე უკვე გამოკითხულია. თავად მოსამართლემ როგორც განაცხადა, გადასდის სხდომას არსებითში და შესაბამისად, სავარაუდოდ, დრეს მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
