ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, დღეს ემიგრაციიდან დისტანიცურად ქართველი გამომძიებლების კითხვებს უპასუხა.
ნატა ვიბლიანმა გამომძიებლებს დღეს უამბო, დაასახელა გვარებიც. ქალი ყვება, რომ ის მხოლოდ ერთ მეზობელს არ გაუუპატიურებია, მისი თქმით, არსებობს ოთხი ადამიანი, ვინც არა ერთ გზის მასზე სექსუალურად იძალადა. იარაღის და ოჯახის დახოცვის მუქარით, სკოლის მოსწავლე შემზარავი ამბის მოყოლასაც კი ვერ ბედავდა.
ვიბლიანის ატვოკატი “ტვ პირველთან” დანაშაულის მძიმე ფაქტებზე საუბრობს.
“ნატას გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე”- აცხადებს ადვოკატი.
, უკვე გამოიკითხა 30 ადამიანი. გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებიც კი, სადაც სავარაუდო დანაშაული ხდებოდა.
გამოკითხული არის პედოფილიაში მხილებული კაცი, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ახლა 59 წლისაა – თუ ნატა ვიბლიანს დავეყრდნობით, დანაშაული ჩხვიმიანმა 25 წლის ასაკში ჩაიდინა. წყარო “შაბათის ეთერს” უყვება, რომ პედოფილიაში მხილებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.
ემიგრანტი ქალი ჰყვება, რომ მინიმუმ 6 წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობის და მუქარის ქვეშ.
მისივე თქმით, კაცი მას სიციცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. ქალის მონაყოლის მიხედვით, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანმა ის ცხენზე გამოაბა და რამდენიმე მეტრი ათრია.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ სისტემატიური სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის ასაკში დაორსულდა – საავადმყოფო, სადაც ბავშვმა იმშობიარა, ზუგდიდში აღარ არსებობს, ამიტომ ახლა რთულია არქივებში იმის დადგენა, რა ბედი ეწია ჩვილს – გააშვილეს თუ დაიღუპა.
