Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც “ზეკარის წყაროების“ 100 %-იანი წილი მოტყუებით მიისაკუთრა

July 21, 2026
8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც “ზეკარის წყაროების“ 100 %-იანი წილი მოტყუებით მიისაკუთრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შპს ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და დიდი ოდენობით თანხის გადაცემას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილის დათმობა მოითხოვა.

ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა სხვა დაზარალებულისგან მოტყუებით დაუფლებული თანხიდან, ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება. შემდეგ კი თითქოსდა საწარმოსთვის დამატებითი კრედიტის მისაღებად, საწარმოს პარტნიორებს მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება და სრული განკარგვის უფლების გადაცემა მოსთხოვა, ხოლო საწარმოო პროცესის გამართვის შემდეგ პარტნიორების ნაწილს 20-20%-იანი წილის დაბრუნებას დაპირდა. აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა პარტნიორებისგან კომპანიის 100 %-იანი წილი თავის დედაზე გადააფორმა, თუმცა საწარმოს სასესხო ვალდებულებები არ დაფარა, პარტნიორებს არ გადასცა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა და მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება შპს ,,ზეკარის წყაროების“ 100 %-იან წილზე. ამასთანავე, თაღლითურად დაეუფლა ე.წ. ბიზნესპარტნიორის მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხას, რომელსაც საწარმოს წილში შეყვანას პირდებოდა.

აღნიშნული ქმედების შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 554 345 ლარის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 162 925 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
  • რა გახდა დედაქალაქის დატბორვის მიზეზი – ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge