Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ” – სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი

July 21, 2026
სასტუმრო „აგარანის მამული“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ.

როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

„გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად მათთვის მიყენებული ეს დისკომფორტი შეემსუბუქებინა და დიახ, გირაოს გადახდას ვგულისხმობ. რამდენადაც საქმის კურსში ვართ, ეს დღეს ადვოკატებმა გააჟღერეს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს შეთავაზება განხორციელდა, ჩვენ მზად ვართ, გირაოს ეს თანხა გადავიხადოთ.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, ჩაატარეს შესაბამისი ჩხრეკა და ამოღება, მათთვის საჭირო დოკუმენტაცია, მტკიცებულებები ამოიღეს”, – განაცხადა ცანავამ.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფაქტის შემდეგ მივიდა, თუმცა, გამოძახება უფრო ადრე განხორციელდა.

ცანავას განმარტებითვე, სასტუმროს ვოდეო კადრები ხმის გარეშეა, ვინაიდან ხმის ჩაწერა არ ხდებოდა.

ცნობისთვის, 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ინციდენტს რაც შეეხება, სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლენტეხში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს – რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში
  • გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • ელისო კილაძის საქმე – რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge