Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სირიის მიერ აღიარების შესაძლო გადახედვა შიდა საქმეებში ჩარევაა” – დე ფაქტოს პასუხი ევროკავშირს

July 21, 2026
“სირიის მიერ აღიარების შესაძლო გადახედვა შიდა საქმეებში ჩარევაა” – დე ფაქტოს პასუხი ევროკავშირს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხზე ნებისმიერი ზეწოლა „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“.

დე ფაქტო უწყების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირმა სირიის ახალ სახალხო ასამბლეასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დამასკოსთან იმუშაოს ასადის რეჟიმის იმ გადაწყვეტილებების გადასახედად, რომლებმაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა აღიარა.

ცხინვალში აცხადებენ, რომ სირიის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება „სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება“ იყო და მისი გადახედვა გარე ზეწოლის შედეგად არ უნდა მოხდეს.

„ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებაზე საუბრობს, რეალურად ცდილობს, დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი – გააუქმოს“, – ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.

ევროკავშირი კვლავ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლენტეხში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს – რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში
  • გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • ელისო კილაძის საქმე – რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge