თბილისში სატვირტო ამწისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 2 მგზავრი მსუბუქად დაშავდა – არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ცნობილია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
