საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი 101 620%-ით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ცნობით, თუ გასული წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ირანში რეექსპორტზე მხოლოდ 5 მანქანა გავიდა, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 5 086 ერთეული შეადგინა
გამოცემა წერს, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან ირანში ექსპორტი 629.5%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, ირანში ექსპორტის მოცულობამ 106.855 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-ივნისში 14.647 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
5 ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, რომლის ექსპორტიც 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ირანში განხორციელდა, ასეთია:
• მსუბუქი ავტომობილები – 89.308 მლნ აშშ დოლარი;
• ფეროშენადნობები – 6.982 მლნ აშშ დოლარი;
• ხე-ტყის მასალა (დახერხილი ან დაპობილი) – 2.825 მლნ აშშ დოლარი;
• პლასტმასის ნედლეული (პოლიმერები პირველადი ფორმებით) – 1.318 მლნ აშშ დოლარი;
• სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 1.162 მლნ აშშ დოლარი.
