კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე კახეთში, ქორწილში დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლას თან ახლავს უდიდესი პრობლემა, “რასაც ჰქვია იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება”.
მისი თქმით, “ლელო – ძლიერი საქართველო” ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი რუსეთთან და “საოკუპაციო დოკუმენტი”- რომელიც აუცილებლად უნდა შეევსოთ აქ შემომსვლელ ადამიანებს, რომ მათ იცოდნენ, ისინი მოდიან მათი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში”.
რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა, რასაც ჰქვია იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება, რაც აქვს ტურისტსაც, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არსებობს, რაც აქვთ კულტურის მოღვაწეებს, რაც აქვთ ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ჩამოსულ სტუმრებს, მათ, ვინც სახლებს ყიდულობენ, მიწებს ყიდულობენ, თუ ბიზნესებს ხსნიან საქართველოში, ეს დამოკიდებულება არის დომინანტური.
როდესაც ჩვენ, “ლელო – ძლიერი საქართველოსთვის”, წლების წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომში არ წამსვლელთა ნაკადი მოაწყდა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობდა, ომს გამოექცა ხალხი, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ვერ მოახდენ შენ ფრაგმენტირებას ვინ გა,მოექცა ომს, ვინ არის ანტი-პუტინისტი და ვინ არის პუტინისტი, მაგრამ ამ წუთში ურჩევნია, რომ ომში სხვა წავიდეს, მაგრამ ომის მხარდამჭერია. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი, საოკუპაციო მოსაკრებელი/დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეევსოთ აქ შემომსვლელ ადამიანებს, რომ მათ იცოდნენ, რომ ისინი მოდიან ქვეყანაში, შეიძლება ამ წუთას მათ თავის გადარჩენა უნდათ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მოდიან მათ მიერ, მათი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში. […]
ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას შეიძლება შეექმნას პრობლემა… ამ პროვოკაციებმა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს და ხელისუფლება, რომელიც ასე დასდევს და ფეხებს უთბობს, მანქანებს, რომლებიც არ ჯარიმდებიან რუსული ნომრებით, რუსული ბიზნესები რომლებიც ასევე არ ჯარიმდებიან… უამრავი თანმდევი პრობლემა აქვს ამ ყველაფერს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
