ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს.
გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“.
„მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.
ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“, – ნათქვამია ჭიღლაძის წერილში.
