მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით კვლავ გაძვირდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 022 დოლარია. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.45%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 57 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.55%-ით მომატებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 348 ლარია, 750 სინჯის – 261 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 203 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.82 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.22 ლარი ღირს.
