სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმებაზე უარი უთხრა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, მათ მიერ წარდგენილი პოზიცია სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლომაც.
“ეს პოზიცია ეხებოდა იმას, რომ არსებობდა მომეტებული რისკი, მომეტებული საფრთხე, იმის რომ მსხვეროლის სიციცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა და სწორედ ამიტომ იყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება და არ იყო საკმარისი შემაკავებელი ორდერი.
112-ში არაერთი შეტყობინება იყო შესული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით, თუმცა სანამ საჯარო არ გახდა საქმე და არ ატყდა ერთი ამბავი, და საზოგადოების ინტერესი არ გამოიწვია საქმემ, არ მოხდა შესაბამისი რეაგირება. აი, ასეთ ადამიანს, ვინ დააჯარიებდა თუნდაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის ტარიებისთვის”- თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში დაუტოვა.
