საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი – რუსებისთვის ყველაზე იაფ პოპულარულ მიმართულებად რჩება – ამის შესახებ ბიზნესპრესნიუსი სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის რუსულ ონლაინ-სერვის Ostrovok-ზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის პერიოდში საქართველოში რუსების მიერ ღამის დაჯავშნის საშუალო ღირებულება 5400 რუბლია (69 დოლარია), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. ოკუპირებულ აფხაზეთში კი საანგარიშო პერიოდში ღამის საშუალო ტარიფი ოდნავ ნაკლები, 5200 რუბლია (66.4 დოლარია), რაც ერთ წელიწადში, ასევე, 4%-იანი კლებაა.
იანვრიდან ივნისის პერიოდში ღამის საშუალო ტარიფისა და წლიური პროცენტული ცვლილების მიხედვით ქვეყნების 10-ეული ასეთია:
