ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
ძლიერი ნალექისა და მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, რის გამოც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სამსახურები და მათთან კოორდინაციით, მიმდინარეობს დამატებითი სპეციალური ტექნიკის მობილიზება.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ მოქმედი შეზღუდვები, დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და უფლებამოსილი უწყებების წარმომადგენელთა მითითებებს.
