სოციალურ ქსელში თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მამის კომენტარი ვრცელდება.
“ეს მამაკაცი ჩემი შვილია. ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი. სასტუმროს ღია სივრცეში გაშლილ სუფრებზე ზემოდან ჯერ წყალი გადმოგვისხეს, მერე აფურთხებდნენ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც იგივე გააგრძელეს, ბოლოს კი შარდი გადმოგვასხეს. მერე მოხდა ის, რასაც ხედავთ.
ავიდა ეს თქვენი “მამაკაცი” ზემოთ, ამათ ჯერ დაარტყეს, მერე ყელში წვდნენ (აქ მის ყელზე და კისერზე ნაიარევს თქვენ რა თქმა უნდა ვერ ხედავთ, თუმცა, რაღაც მომენტში ჩანს, თუ როგორ ჰკრავს ხელს ეს ქალი მას. ეს მისი დარტყმების მხოლოდ ბოლო აკორდია).
უბრალოდ, ქართული ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბარაქიანი ქართული სუფრისა და ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ და ბოღმით გაიბერენ მთვრალი რუსი დედაკაცები. ახლა, თუ მე ვცდები, მეც გამლანძღეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი და ჩემი გაზრდილია. ახლა, ქართული და ოჯახის სიწმინდის დაცვისათვის ჩემი გიორგი გურჯაანის იზოლატორში იმყოფება. იმედია, ყველაფერი დალაგდება” – ნათქვამია წერილში.
წერილს სოციალურ ქსელში გიორგი ჭიღლაძის მეგობარი როკო მწყერაშვილი აქვეყნებს.
