“ვითხოვ, რომ ამ ქალბატონებმა არ დატოვონ ქვეყანა – მთელ ქვეყანას, ერს გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, არსებობს აღნიშნული ვიდეოჩანაწერებიც”, – ამბობს დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი, მარიამ დურგლიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
