Sunday, July 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

25 წლის კაცი სისტემას ამხელს: პოლიციაში ცემით მაღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია – ტვ პირველი

July 18, 2026
25 წლის კაცი სისტემას ამხელს: პოლიციაში ცემით მაღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია – ტვ პირველი

გლდანის ციხიდან 25 წლის ალექსანდრე გოგოჭური 3 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს- კაცი, რომელსაც მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა. გოგოჭური “შაბათის ეთერს” უყვება, რომ პოლიციაში ცემის შედეგად აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ყველაფერი 2026 წლის 8 აპრილს დაიწყო, როცა დუშეთის პოლიციაში ალექსანდრე გოგოჭური მიიყვანეს. პოლიცია წინა დღით, ქალაქში მომხდარი დაჭრის ფაქტს იძიებდა. გოგოჭური ყვება, რომ სამართალდამცავებმა იმ დანაშაულის აღიარება სთხოვეს, რომელიც არ ჩაუდენია, უარის შემდგ კი მისი მონათხრობით, დაიწყო ცემა და ღირსების შელახვა.

გოგოჭური “შაბათის ეთერთან” ამბობს, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ. 25 წლის ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ მას განყოფილებაში ყელზე დანაც კი დაადეს.

ახალგაზრდა კაცის თქმით, პოლიციის განყოფილებაში, მეორე სართულზე მას 15 სამართალდამცველი თითქმის ერთი საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგოჭური ამბობს, რომ ყველა თანამშრომელს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, ფორმა ეცვა.

ვინ არის ​​დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსი და ვინ აიღო ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებითი ჩვენება?
დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას რეზო ჯინჭარაძე იკავებს, ეს უკანასკნელი გასულ წელს, საპროტესტო აქციებზე აქტივისტებმა სამოქალაქო მაისურით შენიშნეს, აქციის მონაწილეთა თქმით, ის დაკავებების პროცესში ქალბატონებზე ძალადობდა. ის საბა სხვიტარიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში მხილებული პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმაა.
ამასთან “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ფაილებით ირკვევა, რომ გამომძიებელმა დავით თათარაშვილმა გოგოჭურისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებითი ჩვენება აიღო, დაადოკუმენტირა და მსვლელობა მისცა.
რა მოხდა მას შემდეგ რაც პოლიციამ 25 წლის ბიჭის “აღიარებითი ჩვენება” მიღეს?
მას შემდეგ რაც პოლიციამ ალექსანდრე გოგოჭრისგან ჩვენება მიიღო, ღამის 2:00 საათზე პოლიციაში მივიდა მოქალაქე გიორგი მაჭავარიანი, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ 15 ჭრილობა დანით დუშეთის მკვიდრ მიხეილ ქოქაშვილს 7 აპრილს მან მიაყენა. 41 წლის კაცის დაჭრის შემდეგ კი ცივი იარაღი რითაც ქოქაშვილი დაჭრა გადამალა.

როგორც “შაბათის ეთერმა” გაარკვია, მიხეილ ქოქაშვილმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო, რომ მისი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ალექსანდრე გოგოჭური დააკავა. TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მსხვერპლმა თქვა, რომ გოგოჭური არაფერ შუაში იყო. დაჭრილი მიხეილ ქოქაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ბრალი დუშეთის პოლიციამ გოგოჭურს წარუდგინა ოფიციალურად გამომძიებელმა თათარაშვილმა დაჭრიდან თვენახევარში გამოკითხა.

გიორგი მაჭავარიანის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად გოგოჭური 9 აპრილს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასამართლეს და აღმკვეთ ღონისძიებად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქოქაშვილისდაჭრის ფაქტი გიორგი მაჭავარიანმა 9 აპრილს აღიარა, ის 13 ივლისამდე თავისუფლებაზე იყო. ნაცვლად იმისა, რომ ალექსანდრე გოგოჭური ციხიდან გაეთავისუფლებინათ, მას ბრალი წაუყენეს, რომ თითქოს ცრუ ჩვენება მისცა და მკვლელობის მცდელობა დაიბრალა. საბოლოოდ, მოსამართლე ზვიად გოჩაშვილმა 25 წლის ბიჭს მაინც 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამასთან, “შაბათის ეთერის” ინფორმაცით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული გიორგი მაჭავარიანის ბრალეულობა, მხოლოდ მისი აღიარებითი ჩვენებით არ დასტურდება, პოლიციას აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ დანა, რომელიც მაჭავარინმა პოლიციას უჩვენა ნამდვილად ის ცივი იარაღია, რომლითაც 7 აპრილს დუშეთში მიხეილ ქოქაშვილი დაჭრეს.

რას ამბობს პროკურატურა და რა განცხადება გამოაქვეყნა შსს-მ “შაბათის ეთერის” ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ?
რეპორტაჟის მომზადებისას პროკურატურამ “შაბათის ეთერს” უთხრა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას ნიშნავს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება ამტკიცებს, ალექსანდრე გოგოჭურის მონათხრობი, რომ მასნ “ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, სიმართლეს არ შეესაბამება.“

თამაზაშვილის უწყება განცხადებაში ადასტურებს, რომ გოგოჭურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. ამავე განცხადებაში შსს წერს, რომ “მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა”, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 17/07/2026 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილში, რომელიც “შაბათის ეთერმა” მოიპოვა, ზვიად გოჩაშვილი წერს, რომ ბრალდებული ალექსანდრე გოგოჭურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას გირაო 5 000 ლარის ოდენობით. ახალგაზრდა კაცს, გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რა არის ამ დროისთვის ცნობილი
  • ცნობილია როდის გამოიკითხება ნატა ვიბლიანი – ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდი იქნება ხავლ საქართველოში – განახლებული პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge