დარწმუნებული ვარ, რომ მიხაილო ფედოროვი ჩემს გუნდში დარჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რა ფორმით იქნება ეს, მოგვიანებით ისაუბრებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კონფლიქტის მოგვარება მის გარეშე არ შეუძლიათ.
„მე მხარეებს პატივს ვცემ. ვიცი მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მსურს, რომ მათ უკრაინა გააძლიერონ, მაგრამ რეალობაა ის, რაც არის. ასეთ დროს კი გამოსავალი ან ერთი მხარეა, ან მეორე. ისინი ჩემ გარეშე მაგიდასთან ვერ დასხდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ თავის მრჩევლად დანიშვნა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.
მან სირსკისთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
„მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, თუ როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც მთავარსარდლის ამოცანაა, მან ის მოიფიქრა, თუ როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. დღეს, სწორედ აქ ვართ“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.
