“ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელი. კვლავაც მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რამე არ გამოვლინდეს ისეთი რასაც ყურადღება შეიძლება დასჭირდეს და არაფერი პრაქტიკულად, რაც დიდ ყურადღებას მოითხოვს არ ვლინდება, შესაბამისად, მხარდაჭერილია ყველა საჭიროებამ რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება 31 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელიც დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაშია, სარჯველაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა:
მისი მდგომარეობა როგორც თავიდანვე აღინიშნა, მიღებული დამწვრობის შედეგად არის მართლაც ძალიან მძიმე. თუმცა ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. თუმცა ახლა მხოლოდ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი . დრო გვაჩვენებს როგორ იქნება გამოსავალი” – აღნიშნა სარჯველაძემ.
ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის 11 და 3 წლის ბავშვები რჩებიან. ხოლო 31 წლის კაცი დამწვრობით – ხეჩინაშვილშია მოთავსებული
