Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

July 16, 2026
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილი ემზადება, საქართველო ოფიციალურად გადაუფორმოს მის მემკვიდრეებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მისი რუსეთისთვის გადაცემა იქნება.

მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს აქტიურობისა და „გადამწყვეტი ბრძოლისკენ“ მოუწოდა.

“მე მინდა, მივმართო დღეს ქართველებს, ჩემო ძვირფასო თანამემამულე ქართველებო, ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალრიცხოვანმა დამპყრობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თქვენში გაექროთ განცდა, რომ ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ. პრაქტიკულად, ჩაგინერგეს, რომ ეს ქვეყანა დამპყრობლებისაა და თქვენ აქ დროებით ხართ, ხოლო დამპყრობლები მოვიდნენ და სარგებლობდნენ ამ ქვეყნის ყველა სარგებლით. მაგრამ, რამდენიმე ათწლეული გავიდა უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ და წესით, ეს უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რომ თქვენში გაღვიძებულიყო ისე სამშობლოსადმი კუთვნილების და თქვენი სამშობლოს კუთვნილებისთვის ბრძოლა და საქართველოს თქვენდამი კუთვნილების განცდა და ინსტინქტი. ხოდა, ამიხსენით, რატომ აძლევთ დღეს საქართველოზე მომჯდარ ყაჩაღთა ბანდას, რომ ასე გაგძარცვონ, ასე დაგცინონ და ასე დაგამცირონ?

თბილისის, ბათუმის და თელავის გადანგრევა მიმდინარეობს. გავატარებთ ამ ნგრევასაც? მაშინ იცოდეთ, შემდეგი იქნება ჩვენი ძირძველი მიწის, აფხაზეთის, აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მისი რუსეთზე გადაფორმება. და შემდეგ გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე საკუთრებაში. ნოტარიუსი უკვე ადგენს ჭორვილაში შესაბამის დოკუმენტს და მასზე ისევ თქვენ მოგაწერინებენ ხელს, აი, იმ ხალხს, ვინც საკუთარი კალმისტრებით მიხვედით 2012 წლის არჩევნებზე და საქართველო გადაიყვანეთ გზიდან და აღმოჩნდა ჩიხში.

ამ სიტუაციაში მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მე ეს ყველაფერი მოგეცით, ჩემი არაფერი მქონია აქედან, არც სახლი მაქვს საქართველოში, არც კარი. ყველა საჩუქარი, რომელიც მე მომცეს პირადად, სახელმწიფოს გადავეცი. მე ყველაფერი მოეცით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის, მოგიწოდოთ, ძალიან გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის და რწმენისთვის, რომ ჩვენ ერთად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია” – თქვა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამარლოში ოპოზიციონერი ლიდერების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ჩვენი დადასტურება არ სჭირდება, საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ლიდერზე, რომელმაც იცის და უყვარს საკუთარი ქვეყანა…” – ზახაროვა
  • “გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა: „მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო“ – ადვოკატი
  • დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge