Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს ე.წ. ძაღლების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

July 16, 2026
“მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს ე.წ. ძაღლების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

დაკავებული პოლიტიკოსის, “ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით განიხილოს ე.წ. ძაღლების საქმე.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით, ე.წ. ძაღლების საქმე. ჩვენ უკვე უნდა დაგვეწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, სასამართლომ აღნიშნული საქმე განუსაზღვრელი დროით გადადო. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა გამოკვლევა, ვინაიდან საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ალეკო ელისაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და საერთოდ, იმყოფებოდა თუ არა კონკრეტულ ადგილზე. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იხილოს, თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნა. ვთხოვთ სასამართლოს დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე და განიხილოს ის მტკიცებულებები, რაც რეალურად, ამ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ეპიზოდი სასამართლოს არქივში 2025 წლის 4 მაისს ხანძრის გაჩენას ეხება. ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ საქმე კიდევ ერთი მუხლით იყო აღძრული. ამ შემთხვევაში საქმე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებას ეხებოდა, რაზეც ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იოსებ სიგუა ყოფილი მეუღლის ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს
  • ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე დღეს “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი” მოწმის სტატუსით გამოიკითხა – ვინ არის ნინო ონიანი
  • “ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი – მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge