ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე დღეს “ტიკ-ტოკერი” ჟურნალისტი ნინო ონიანი გამოიკითხა. მან სასამართლოს ჩვენება პროკურატურის მოწმის სტატუსით მისცა.
პროცესზე დღეს ონიანი ირწმუნებოდა, რომ სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს. მისივე მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
რა შინაარსის არის ჩანაწერი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან გამოკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ტყუილად მესაუბრებით, ხომ ხედავთ, რომ არ გპასუხობთ?!, – თქვა ონიანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.
